POSE Method

მინდა ყურადღება გავამახვილო ამ მეთოდის ერთ ელემენტზე:

კონკრეტულად ფეხის დაბიჯების შემდეგ, ხდება მისი სწრაფი “აკეცვა”, მუხლის უკანა მყესის მუშაობით მოკეცვა. ხოლო წინ მოძრაობა ხდება ტანით(და არა წელში) წინ გადახრით.

გამოდის რომ ყოველი დაბიჯების შემდეგ სწრაფად ვკეცავთ ფეხს და რადგან წინ ვართ გადახრილები და ფაქტობრივად ვვარდებით, ინსტიქტურად იშლება ფეხი.

ასახსნელად ცოტა ძნელია და უცნაურად ჟღერს, თუმცა მე ძალიან მომწონს.

მხოლოდ ამ ელემენტის გამოყენება არ არის სასურველი, სჯობს გაეცნოთ ძირითად პრინციპებს და მოსამზადებელ ვარჯიშებს, მაგალითად აქ:
http://www.sportsinjurybulletin.com/archive/pose-running-technique.html

თანდათან ალბათ აქაც მოვიცავთ სრულად ამ ტექნიკას.

1 Comment

Filed under სასარგებლო ინფორმაცია

სწორი ფორმა სირბილისას

გენიალური კადრია. დაუკვირდით ბოლტის მოძრაობას, ფეხი დაბიჯების შემდეგ სწრაფად იკეცება, მოკეცილი ავტომატურად გადის წინ და სწრაფად იშლება.

როგორც მე ვხვდები ეს არის ერთ–ერთი აუცილებელი ატრიბუტი, რომელსაც იყენებს POSE მეთოდი.

რა თქმა უნდა სისულელეა ბოლტთან მეთოდებზე ლაპარაკი, დაბადებულია ასეთად. მაგრამ დანარჩენებს შეგვიძლია გავითვალისწინოთ 🙂

Comments Off on სწორი ფორმა სირბილისას

Filed under Uncategorized

გახურება/გაგრილება

სირბილამდე და სირბილის შემდეგ აუცილებელია, შესაბამისად, გახურება და გაგრილება. ხშირად მიღებულია ვარჯიშს გაწელვებით დაწყვება – როგორც ჩანს ეს ცუდი იდეა ყოფილა!

ცივ, მოუმზადებელ კუნთებს დაკარგული აქვთ წელვადობა, შესაბამისად ხდება მათი დაძაბვა და ტრავმის რისკის წინაშე დაყენება. სირბილამდე უმჯობესია დავიწყოთ 5–10 წუთი გახურებით, სწრაფი სიარული, ძუნძული.. თუ დარბაზში ვარჯიშობთ მაშინ შესაძლებელია ველოდიპედის ნელი ტრიალითაც დაიწყოს.

სირბილის შემდეგ ასევე 5–10 წუთი ხდება გაგრილება, ისევ ძუნძული ან სიარული და შემდეგ გაწელვა. გახურებულ, ნავარჯიშებ კუნთებზე საუკეთესო რამ არის.

ვიდეოზე შეგიძლიათ იხილოთ სირბილის შემდეგ სასარგებლო გაწელვები:

http://video.about.com/running/5-Stretches-for-Runners.htm

 

1 Comment

Filed under სასარგებლო ინფორმაცია

სუნთქვა სირბილისას

სირბილის დროს ორგანიზმი დიდი ოდენობით ჟანგბადს მოიხმარს, ამიტომ საჭიროა სწორი სუნთქვა. ზოგიერთი თვლის რომ სირბილისას მხოლოდ ცხვირით უნდა მოხდეს შესუნთქვა, თუმცა ეს მცდარია. საკმარისი დატვიღტვის შემთხვევაში ცხვირით სუნთქვა ვერ მიაწვდის ორგანიზმს საკმარის ჰაერს.

უმჯობესია თუ ამოსუნთქვა შეძლებისდაგვარად ბოლომდე მოხდება, რაც შეამცირებს ფილტვებში ნახშირორჟანგს და გამოათავისუფლებს ადგილს ახალი ჟანგბადისთვის.

ამოსავალ წერტილად შეიძლება ავიღოთ სამი დაბიჯების მანძილზე ჩასუნთქვა, ორის განმავლობაშ ამოსუნთქვა. თუმცა ეს ძალზეც ინდივიდუალურია, და არ ღირს ამის მკაცრ წესად მიღება.

 

Comments Off on სუნთქვა სირბილისას

Filed under სასარგებლო ინფორმაცია

რატომ ფეხშიშველი?

სწორი სირბილის სწავლისას რატომ მიმართავენ ხოლმე ფეხშიშველი სირბილის პრინციპებს? იმიტომ რომ ადამიანის სხეულს შეუძლია ეფექტურად სიარული/სირბილი, თუ ამის საშუალებას მისცემ.

ტერფში განთავსებულია წარმოუდგენლად დიდი ოდენობით ნერვული დაბოლოებები, რომლებიც შესაბამის ინფორმაციას აწვდიან ტვინს. როდესაც ტერფი დისკომფორტშია, ზედმეტ “დარტყმას” იღებს, ის ცდილობს აირიდოს ეს(Shock absorbtion), სხეულის შესაბამისი ფორმით(მუხლებში მოხრილი, გამართული, ოდნავ წინ გადახრილი).

როდესაც ზედმეტად სქელძირიანი, რბილი და ზედმეტად, ან არასწორად სუპინირებული ფეხსაცმელი გვაცვია, ტვინი ვეღარ იღებს სათანადო ინფორმაციას.. მარტივად რომ ვთქვათ აღარ ტკივა არასწორი დაბიჯება იმდენად, რომ სწორ დაბიჯებაზე იფიქროს. ეს არ ნიშნავს რომ ფეხშველამ უნდა ირბინო(თუმცა დასაწყებად კარგია), მაგრამ უნდა გადმოიტანო იგივე ფორმა და სტილი ფეხსაცმელშიც.

 

Comments Off on რატომ ფეხშიშველი?

Filed under სასარგებლო ინფორმაცია

სწორი სირბილი

ადამიანების დიდი ნაწილი გადაჩვეული ვართ სირბილს, განსაკუთრებით კი სწორ სირბილს. შეუსაბამო ცხოვრების წესით, უვარჯიშებლობით და სხვა მრავალი მიზეზით ჩვენი სხეული გადაეჩვია სწორად სირბილს, საჭრო კუნთები მოდუნდნენ. თუმცა როგორც ამბობენ, რეგულარული სირბილით ეს მარტივად აღდგენადია.

დასაწყისისთვის გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი პრინციპი:
1. სირბილისას ნაბიჯი უნდა იყოს მოკლე და სიჩქარე უნდა იზრდებოდეს ფეხების მონაცვლეობის, “ბრუნვის” სისწრაფის ხარჯზე.
2. ფეხი უნდა ებიჯებოდეს სიმძიმის ცენტრის ქვეშ, ანუ პირობითად მენჯის ძვლის ქვეშ, ან მის უკან.
3. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაბიჯებისას პირველი შეხება ქუსლით მოხდეს! ტრავმიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ ეს არის. სირბილისას ქუსლზე არასოდეს არ უნდა მოდიოდეს დატვირთვის დიდი ნაწილი.
4. ზურგი უნდა იყოს გამართული, თავი წინ იყურებოდეს.
5. ხელების მოძრაობა მნიშვნელოვანი ტემპის განმსაზღვრელია. 90 გრადუსზე მოხრილი ხელი უნდა მოძრაობდეს იმავე, სწრაფ ტემპში, როგორც ნაბიჯის ტემპი.

(ამ და სხვა პრინციპებს დრო და დრო უფრო ღრმად განვიხილავთ).

შეიძლება ეს პრინციპები არაბუნაბრივად მოგეჩვენოთ, შეიძლება მართალიც იყოთ: კონკრეტულ შემთხვევაში სხეული შეიძლება სხვა ტიპის მოძრაობას მოითხოვდეს. თუმცა ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით და საკუთარი მწირი გამოცდილებით, ეს მეთოდები ამცირებს ტკივილის, ტრავმის რისკს და ზრდის მორბენალის ეფექტურობას. ეს კი, სასიამოვნო სირბილის წინაპირობაა..

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს პრინციპი აუცილებელია ეფექტური ფეხშიშველი სირბილისთვის. ეს მიმდინარეობა ძალიან აქტიურია ბოლო წლებში – ადამიანის ფეხი ბუნებრივად მზად არის ეფექტური სირბილისთვის და ზოგადად არ საჭიროებს ზედმეტად “დამცავ” ფეხსაცმელს, სუპინატორებს და სხვა ტექნოლოგიებს, რომლებმაც უნდა “გააუმჯობესონ” ფეხის თვისებები. ითვლება რომ ფეხშიშველი სირბილისგან არ უნდა განსხვავდებოდეს ფეხსაცმლით სირბილის ტექნიკა, თუ გვინდა რომ ის იყოს “ბუნებრივი”, საუკეთსოდ მორგებული ჩვენს აღნაგობას. ფეხშიშველი სირბილის შესახებ საუბარს აუცილებლად დავუთმობთ ცალკე თემას უახლოეს მომავალში.

რას დაამატებდით?

2 Comments

Filed under სასარგებლო ინფორმაცია

გამარჯობა

პირველი წერილი.. სანამ ეს ვებ–საიტი უფრო საინტერესო გახდება, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი Facebook–ის გვერდი.

Comments Off on გამარჯობა

Filed under Uncategorized